საქართველოსა და ევროჯასტს შორის არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი - ევროჯასტის პრეზიდენტი

ევროჯასტის პრეზიდენტი

„საქართველოსა და ევროჯასტს  შორის არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  ეფექტური  და პროდუქტიული თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.  ძალიან მიხარია რომ  საქართველო ახორციელებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს  მასშტაბურ ოპერაციებში  პროფესიონალი პროკურორების, მოსამართლეებისა თუ  პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით. დიდი მადლობა  მასშტაბური ოპერაციების  ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის“,-ამის შესახებ ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების თანამშრომლობის სააგენტოს - ევროჯასტის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლადისლავ ჰამრანის თქმით, საქართველოსა და ევროჯასტს  შორის არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის  ეფექტური  და პროდუქტიული თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.

„ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა,  იქნება ეს ტერორიზმი, კიბერდანაშაული თუ  რაიმე სხვა სახის ორგანიზებული დანაშული, საჭიროებს  დიდი ძალისხმევას ყველა  ქვეყნისგან.  დანაშაულს არ აქვს საზღვრები.  ეს ჩვენი, ყველას გლობალური პრობლემაა და  დანაშაულის წინააღმდეგ ბროლას სჭირდება სახელმწიფოებს შორის მტკიცე ერთობა“,- განაცხადა ევროჯასტის პრეზიდენტმა.