21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვილაიათ ეივაზოვმა ხელი მოაწერეს.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.
დოკუმენტით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროები მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, უკანონო მიგრაცია და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
ამასთან, მხარეებს შორის გაფართოებულ ფორმატში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო დარგობრივ რეფორმებს, მიმდინარე პროექტებს, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და კავშირების მეტად გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.