საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაში - Raisina Middle East მიიღო მონაწილეობა

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დიალოგი კავკასიის დაკავშირების საკითხზე. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში, ასევე, კავკასიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

მინისტრმა, ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - "მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა".

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან.

✕