საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა

საელჩო

საქართველოს საელჩო აშშ-ს ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით წარდგა.

საელჩოს ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული სტენდი მოეწყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი, სამხედრო ატაშე, იროდი ქადაგიშვილი და მისი მოადგილე, გიორგი დუმბაძე.

ქართული კუთხე წარმოდგენილი იყო აშშ-ის სამხედრო სფეროში დამსახურებული ორი ქართველის - აშშ-ს გაერთიანებული შტაბების ყოფილი მდივნის, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილისა და გამორჩეული ქართველი გამომგონებლისა და ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი გამოფენით.

ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იყო ტრადიციული ქართული სამოსი, ღვინო და ნუგბარი.

ღონისძიება „საჰაერო და კოსმოსური ძალების სამხედროთა მეუღლეების კლუბი“-ს მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარმოადგენდა სამხედრო ატაშეს მეუღლე, თამარ საჩანელი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკელი სამხედროები, აშშ-ში აკრედიტებული საელჩოებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.