სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.
ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.
მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.
როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.