„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო...“ - რას ამბობს დაკარგული გოგონას დედა
1744712875
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრემიერთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
პრეზიდენტთან ერთად, აზერბაიჯანში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დეპუტატები.
დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.
"ჩვენთვის დიდი პატივია ბატონი პრეზიდენტი ვისტუმროთ საქართველოს საელჩოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მას ექნება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ჩვენ გავაცნობთ პრეზიდენტს მიმდინარე გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა პროგრამები არსებობს, როგორ მიმდინარეობს შესრულება იმ დავალებების, რომელიც გვაქვს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ხოლო ხვალ დილიდან იწყება შეხვედრები უმაღლეს დონეზე, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბატონ ილჰამ ალივთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან. განხილული იქნება მთელი რიგი ორმხრივი საკითხები ქვეყნებს შორის, რაც დგას დღის წესრიგში, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და, რა თქმა უნდა, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე ეკონომიკური საკითხები, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენს ქვეყნებს შორის. საუბარი არის იმ მეგა პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია განახლებად ენერგიასთან, ასევე სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.