საქართველოს პრემიერ-მინისტრი, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერი

დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტი დღეს სრულდება. ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე არაბთა გაეთიანებულ საამიროებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. უკვე შედგა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის შეხვედრა რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან, ასევე გავლენიანი ფინანსური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მისი გახსნის დღეს ტრიბუნიდან მიმართა; მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატშიც. მთავარი აქცენტები, შუა დერეფნის როლი, ინვესტიციები და საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდა იყო.