საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია - ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

საქართველოს მთავრობას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი საქართველოს პარლამენტის მეშვეობით. ქართველმა ხალხმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია და აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს სრული ლეგიტიმაცია, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხზე საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი მთავრობა, რა თქმა უნდა, იმუშავებენ პარტნიორებთან ერთად.

„აღიარება უკავშირდება სახალხო ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტს აქვს სახალხო ლეგიტიმაცია, ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია - სხვა ლეგიტიმაცია არ არსებობს. სხვა არჩევნები ტარდება კიდევ?! უცხოელები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში?

ხალხის ლეგიტიმაციის საფუძველზე, პარლამენტმა მთავრობას გამოუცხადა ნდობა. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის სამსახურს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება და ამისთვის სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა საჭირო არ არის.