საქართველოს პარლამენტის დელეგაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

ასამბლეა

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო და 1-ელ ივნისამდე გაგრძელდება, ასევე მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.

სესიის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური საფრთხეები, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და მისი შედეგები ალიანსისთვის ასევე, NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მედეგობის გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრძოლის ველზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. დეპუტატებმა და სამხედრო თუ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა დისკუსიისას აღნიშნეს, რომ ევროატლანტიკური თავდაცვის გასაძლიერებლად საჭიროა მეტი ქმედითი ნაბიჯი განსაკუთრებით - თავდაცვის ბიუჯეტების ზრდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება და შეიარაღების მოდერნიზაცია.

სესიის პლენალურ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უყარეს დეკლარაციას: კვანტური ნახტომი შეკავებისა და თავდაცვაში: საპარლამენტო დღის წესრიგი უფრო ძლიერი NATO-სთვის.