ჩვენი ვალდებულებაა, გავწმინდოთ ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან და, დარწმუნებული ვარ, თავის საქმიანობაში ეს სამსახური იქნება წარმატებული - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

"მას შემდეგ, რაც დაანონსდა შესაბამისი სამსახურის შექმნა, ვხედავთ, რა რეაქცია ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, ანუ იმ ადამიანებს, რომლებსაც ზიზღი და სიძულვილი საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს", - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსთან დაკავშირებით, რომელიც საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

რატი იონათამიშვილი დარწმუნებულია, რომ სამმართველო თავის საქმიანობაში წარმატებული იქნება.

"ის, ვინც ირჩევს სიძულვილის ენას, რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამჯობინებს ოპონირებაში ზიზღს, ძალადობას და უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებზე. მას შემდეგ, რაც დაანონსდა შესაბამისი სამსახურის შექმნა, ვხედავთ, რა რეაქცია ჰქონდათ რადიკალურ ჯგუფებს, ანუ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ზიზღი და სიძულვილი საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის ნიშნად აქციეს.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავწმინდოთ ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან და, დარწმუნებული ვარ, თავის საქმიანობაში ეს სამსახური იქნება წარმატებული. ეს სჭირდება ჩვენს მომავალ თაობებს და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა.