1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დამატებით მოტივაცია, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შეასრულოს ყველა პირობა.
"გუშინ იყო მართლაც ისტორიული დღე. საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ჩვენს ქვეყანას დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა პირდაპირ, ღიად საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, ჩვენი პრინციპულობის, ჩვენი ბრძოლის და ჩვენი მთავრობის 10 წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებაც.
ჩვენ გუშინ ასევე მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების შეფასებები, მათი დაპირება, მათი განაცხადი, რომ როგორც კი ჩვენ შევასრულებთ მათ მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენ გვაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რომ დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირი მიერ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა პრემიერმა.