ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში იქნა მიღწეული, მხოლოდ "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც აქამდე წარმოუდგენელი იყო. ამ ომმა დააჩქარა პროცესები და ჩვენ ეს კარგად გვესმის. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა გვესმის, რომ ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიეცა სტატუსი. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, 12 პუნქტი, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროკავშირის მიერ,ზედმიწევნით იქნა შესრულებული ჩვენი პარლამენტის, მთავრობის და ჩვენი, ყველას ჩართულობით და ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე და ყველა ის პროგრესი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული, ეს არის მხოლოდ ჩვენი გუნდის დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა - ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" დამსახურებაა", - განაცხადა პრემიერმა.