საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ანტონელა ბასანისთან, მსოფლიო ბანკის ოპერაციების მმართველ დირექტორთან, ანა ბიერდესთან, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, იუჯინ რუგენაათთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან იერუნ კლიკთან და ალტერნატიულ დირექტორთან,  მარნიქს ვან რეისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან.

ლაშა ხუციშვილი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების ჯგუფის (Constituency) შეხვედრაში. შედგება  კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდეტების შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან. ფინანსთა მინისტრი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში, რომელიც რეგიონულ ეკონომიკურ მიმოხილვას მიეძღვნება.

დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და  დონორი ორგანიზაციების, სარეიტინგო და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.