რატომ ავადდებიან ადამიანები კიბოთი და როგორ ჩნდება კიბო ადამიანის ორგანიზმში
1722370770
ამ კვირაში ნერვებს, ფინანსებსა და ურთიერთობებს გაუფრთხილდით - საკუთარ ენერგიას უსარგებლო საქმეებზე ნუ დახარჯავთ. ვარსკვლავები მხოლოდ მათ დაეხმარებიან, ვინც ოპტიმიზმს შეინარჩუნებს:
ვერძი
ვერძის ნიშნის წარმომადგენლებისთვის კვირა, შესაძლოა, საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდეს. კვირის დასაწყისში საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვება გადამჭრელი ნაბიჯების გადადგმაში ხელს შეგიშლით, უთქმელი ამბები კი ღამით მოსვენებას არ მოგცემთ. სამშაბათს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საკუთარი ინტერესები და მიზნები წინა პლანზე დააყენოთ. ოთხშაბათს, შესაძლოა, წარსულმა შეგახსენოთ თავი, რაც, ამავდროულად, ჯანმრთელობის მცირე პრობლემებსაც გამოიწვევს. კვირის მეორე ნახევარში ყოველგვარი იმ ნივთის შეძენისგან შეიკავეთ თავი, რასაც გული გიკარნახებთ. ჯობს, ჯერ არსებული ნივთები გადაარჩიოთ, ზედმეტი გადაყაროთ და სივრცე გაათავისუფლოთ. უქმეებზე ახლობლების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
კურო
მომავალ კვირაში კუროებს საკუთარი თავისა და სურვილების უკეთ გაცნობა მოუწევთ. უახლოეს მიზნებს გადახედეთ - ყველა მათგანი ნამდვილად თქვენია თუ ვინმემ მოგახვიათ თავს? კვირის დასაწყისში, შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი თქვენ წინააღმდეგ ხდება, თუმცა მოგვიანებით მიხვდებით, რომ ეს კიდევ ნორმალური მდგომარეობა იყო. სამშაბათს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კვირის შუა პერიოდში იდეების იმ ადამიანებისთვის გაზიარებისგან შეიკავეთ თავი, რომლებსაც ბოლომდე არ ენდობით. კვირის მეორე ნახევარში ძველი ვალის დაბრუნებით ან შესრულებული პირობით, შესაძლოა, სასიამოვნოდ გაოცდეთ. პარასკევს საინტერესო ნაცნობობაა მოსალოდნელი. შაბათ-კვირას კი რაიმე სასარგებლო ნივთი პირადად თქვენთვის შეიძინეთ.
ტყუპები
ტყუპების პირად ცხოვრებაში უახლოეს დღეებში ვნებები, შესაძლოა, ახალი ძალით აბობოქრდეს. ადამიანებზე ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. გახსოვდეთ, რომ კონკრეტულ მომენტში გამოხატული ემოცია ხშირად თავად პიროვნებას არ განსაზღვრავს. სამშაბათს, შესაძლოა, საყოფაცხოვრებო უსიამოვნებები წარმოიქმნას. ოთხშაბათს სკანდალის ეპიცენტრში რომ არ აღმოჩნდეთ, განსაკუთრებული მოქნილობა დაგჭირდებათ. ხუთშაბათი სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ხელსაყრელი დროა. შაბათს ყოველდღიურობაში და გზებზე მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. კვირა დღე კი, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, დასვენებისთვის გამოიყენეთ.
კირჩხიბი
ამ კვირაში მზისა და გაზაფხულის ენერგია კირჩხიბების განწყობაზე სრულად აისახება. დროა, მანამდე გადადებული სურვილების ასრულებას ინტენსიურად შეუდგეთ და ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს სითბო აჩუქოთ. თქვენი შთაგონებისა და მოტივაციის უნარი სათანადოდ დაფასდება. კვირის პირველ ნახევარში, შესაძლოა, მსხვილი ინვესტიციის ან დიდი პროექტის დაწყების შემოთავაზება მიიღოთ - ნიუანსებთან დაკავშირებით რჩევა უფრო გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. კვირის მეორე ნახევარში შესაძლოა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას. ძილის წინ სეირნობა და გაჯეტების დროულად გამორთვა მოდუნებაში დაგეხმარებათ. უქმეებზე ნოსტალგიას დატყვევების უფლება არ მისცეთ და მხოლოდ წინ იყურეთ.
ლომი
მომავალ კვირას ლომების წინაშე ფინანსური საკითხი, შესაძლოა, მწვავედ დადგეს. თუმცა, ამ თემაზე ახლობლებთან კამათისგან თავი შეიკავეთ. ორშაბათს საკუთარი თავის დამკვიდრებას ნუ ეცდებით: გარემოებები ყველაფერს თავის ადგილზე თავად დაალაგებს. სამშაბათს ცვლილებების სურვილს მძაფრად იგრძნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიზარმაცისა და მოწყენის დრო არ არის. ოთხშაბათი შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ხუთშაბათს თქვენს ნერვებს სიმტკიცეზე გამოცდიან. კვირის ბოლოს დახმარების თხოვნას ყურადღებით მოეკიდეთ. სხვებს საქმით ან რჩევით დაეხმარეთ, მაგრამ არა - ფინანსებით.
ქალწული
ქალწულებისთვის მომავალ კვირაში გაუმართლებელი ხარჯებისა და ფუჭი საუბრების ალბათობა მაღალია. სანამ რამეს იტყოდეთ, თითოეული სიტყვა კარგად აწონ-დაწონეთ. კვირის დასაწყისში ყურადღება ახლობლებს, განსაკუთრებით კი ოჯახის უმცროს და უფროს წევრებს დაუთმეთ. სამშაბათს უჩვეულო ნაცნობობის დიდი შანსია. კვირის შუა პერიოდში საკუთარი შესაძლებლობებითა და ნიჭით ყველას გაოცებას შეძლებთ. თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებებს დიდი ხანია გეგმავთ, ხუთშაბათს ვარსკვლავები თქვენ მხარეს იქნებიან. კვირის ბოლოსკენ გაზაფხულის განწყობა სრულად დაგეუფლებათ: ისეირნეთ, შემოქმედებითად დაიტვირთეთ, სოციალურ ქსელებში აქტიურობა გამოიჩინეთ და პოზიტივი სხვებსაც გაუზიარეთ.
სასწორი
სასწორებს ამ კვირაში მიზნებისა და გეგმების განხორციელების გზაზე შესაძლოა, ბევრი დაბრკოლება შეხვდეთ. მიუხედავად ამისა, უკან ნუ დაიხევთ. ორშაბათი შემოსავლის ახალი წყაროების ძიებისა თუ სწავლის დასაწყებად ხელსაყრელი დღეა. სამშაბათსა და ოთხშაბათს საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყავით და ხელსაყრელ მომენტში საკუთარი ცოდნითა და კომპეტენციით თავი გამოიჩინეთ. თვის შუა რიცხვებში, შესაძლოა, ძველმა ვალებმა ან გადაუჭრელმა საკითხებმა იჩინოს თავი. კვირის მეორე ნახევარში საოჯახო თუ პირადმა საქმეებმა თქვენს შრომისუნარიანობაზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს. შაბათ-კვირას სპორტისა და საკუთარი ჯანმრთელობისთვის დროს ნუ დაიშურებთ.
მორიელი
მორიელებს ამ კვირაში უამრავი საზრუნავი ელით. თქვენი დღის განრიგისა და დროის კარგვის მიზეზების გახსენებასაც კი ყოველთვის ვერ შეძლებთ. საქმეებს შორის მცირე შესვენება მაინც მოასწარით - ეს ნამდვილი დასვენება უნდა იყოს და არა ტელეფონში ვიდეოების ყურება. ორშაბათს ფინანსური მოგება ან მოულოდნელი სიურპრიზია მოსალოდნელი. სამშაბათს მნიშვნელოვანი საუბარი შედგება. კვირის შუა პერიოდში ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგები თვალსაჩინო გახდება. ხუთშაბათს მიღებულ შემოთავაზებაზე დათანხმებას ნუ იჩქარებთ. შაბათს შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი ან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდეს. კვირა დღე კი ენერგიის დაგროვებას დაუთმეთ...ვრცლად