ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია ქალაქ მეხიკოში გაიმართა, მას 105 ქვეყნის და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის დელეგატები ესწრებოდნენ, მათ შორის 16 ქვეყნის პირველი პირი და 20 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პრეზიდენტ შეინბაუმს საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და მექსიკის გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და იმედი გამოითქვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
მექსიკის პრეზიდენტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებისთვის. აღინიშნა, რომ ეს კარგი იმპულსის მიმცემია ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ილია დარჩიაშვილმა ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.