"საქართველოს არ სურს, იყოს გამოყენებული ომის პარტიის მიერ, რუსეთისთვის მეორე ფრონტად, შეიძლება ვინმე ამას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ეს რეალურია" - პასკალ ლოტასი

პასკალ ლოტასი

თბილისის მდგრადი განვითარების მე-16-ე რეგიონული ფორუმი გრძელდება. მასშტაბურ ღონისძიებას 20 ქვეყნის ასობით წარმომადგენელი ესწრება. 4-დღიან ფორუმზე უცხოელი სტუმრები, მათ შორის დიპლომატები, ექსპერტები, მკვლევარები და პოლიტოლოგები ეკონომიკის, უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის და ურბანული განვითარების შესახებ მსჯელობენ.

კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, პასკალ ლოტასმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოს არ სურს იყოს გამოყენებული ომის პარტიის მიერ, რუსეთისთვის მეორე ფრონტად.

"საქართველო დღეს ზუსტად იმავე მდგომარეობაშია, რა სიტუაციაშიც შვეიცარია იყო წლების წინ. ის იმპერიებს შორის მდებარეობს და ბუნებრივია, ამ დიდ სახელმწიფოებს აქვთ სურვილი თბილისზე ზეწოლა მოახდინონ. ზეწოლას ვხედავთ ბრიუსელიდან, მოსკოვიდან - ამ ყველაფრის ფონზე თბილისი ამბობს - ბოდიში! მე მინდა ვიყო დამოუკიდებელი, ვქმნი ჩემს დღის წესრიგს და მზად ვარ წვლილი შევიტანო საერთაშორისო გეოპოლიტიკურ პროცესებში, არა როგორც ვინმეს გავლენას დაქვემდებარებულმა, არამედ როგორც დამოუკიდებელმა სუვერენულმა სახელმწიფომ. ეს სწორია. საქართველოს არ სურ,ს იყოს გამოყენებული ომის პარტიის მიერ, რუსეთისთვის მეორე ფრონტად. შეიძლება ვინმე ამას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ეს რეალურია. ომის პარტიას დღეს წარმოადგენენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები. თუ ვინმეს ამ ტერმინზე კითხვა გაუჩნდება, ომის პარტია ნიშნავს ძალას, რომელიც ფიქრობს “მშვიდობა მიიღწევა ბომბებით.” და არა, ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, იანს სტოლტენბერგს ეკუთვნის" - აცხადებს კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი, პასკალ ლოტასი.