პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი - ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მან ევროკომისიის კითხვარზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლიდან, მართლაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მესმის, ეს ძალიან რთულია და შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ ბევრი კარგი ნაბიჯია გადადგმული, რეფორმების განსახორციელებლად მზად ვართ.
ვფიქრობ, ქართველი ხალხი ევროპას იმსახურებს. ეს ჩვენი მოსახლეობის არჩევანია. ისტორიულად ასე იყო, ჩვენ ყოველთვის ევროპის ნაწილი ვიყავით და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ევროპა თავისუფლებასა და თანასწორობაზეა დაფუძნებული, ევროპა მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტია“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროკავშირს, კითხვარის მეორე ნაწილი ოფიციალურად გადაეცემა.