საქართველო უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები მიუღებელია და დაუშვებელია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა - დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

საქართველოში აგენტების მმართველობა 2012 წელს დასრულდა, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ, ჩვენო ფსევდო პარტნიორებო, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მცდელობა და სურვილია, საქართველოში ხელისუფლებას წარმოადგენდნენ აგენტები და არა მეგობრები, მაგრამ ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს“.

მისივე თქმით, თუ ვენეციის კომისიის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები მიუღებელია და დაუშვებელია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.


„საქართველოში აგენტების მმართველობა 2012 წელს დასრულდა, რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ, ჩვენო ფსევდო პარტნიორებო.
დღეს ორი საკითხია აქტუალური, არჩევნები და კანონი ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც ისეთივე ეროვნულია, როგორც გამჭვირვალობის კანონი. რომელიც ასევე იწვევდა პარტნიორთა გულისწყრომას, მაგრამ წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი კანონად აქცია.

ვენეციის კომისია ხელისუფლებას, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტის გადახედვას და გაწვევას ურჩევს, რაც მორიგი აბსურდია, ვენეციის კომისიის კომპეტენცია წმინდა ტექნიკური ხასიათის არის და ის ვალდებულია არა საკუთარი ხედვები, არამედ იურიდიულად დასაბუთებული რეკომენდაციები წარმოგვიდგინოს.

თუ ვენეციის კომისიის მიერ, ბოლო წლების განმავლობაში წარმოდგენილ რეკომენდაციებს გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კონკრეტული პარტიის ინტერესებს ემსახურება, ეს ქვეყანა (საქართველო) უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, ნაციონალური მოძრაობის ინტერესებზე მორგებული რეკომენდაციები მიუღებელია. დაუშვებელია ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა!“ - წერს ჩიხელიძე