1780555563
საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და აშშ-ს, მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან - გიორგი ზურაბაშვილი
" საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბაშვილის თქმით, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო არის ბაზრების, ხალხებისა და იდეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი.
"ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო არის ბაზრების, ხალხებისა და იდეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ხიდი. ამავდროულად, როცა მრავალი ტრადიციული გზა მზარდი გაურკვევლობის წინაშე დგას, შუა დერეფანი არის კრიტიკული გზა გლობალური ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისთვის.
ენერგეტიკული მილსადენები, რკინიგზა, გზატკეცილები, პორტები და შავ ზღვასთან კავშირი საქართველოს ხდის შეუცვლელ ჯაჭვად აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საერთაშორისო კონსორციუმები ნედლ ნავთობსა და გაზს მილსადენებით აწვდიან დასავლეთს, ამარაგებენ საჭირო ენერგეტიკული რესურსებით. ჩვენი ინფრასტრუქტურა ემსახურება არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას, არამედ ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას ტრანსპორტს, რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
მსურს გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. მჯერა, რომ ეს გზავნილი პერსონალურად უნდა მოგაწოდოთ თქვენ - ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ საერთო მიზნებს. საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკელი ხალხის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, - თქვა ზურაბაშვილმა.












