პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ "საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა "რეფერენდუმების" შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას ე.წ. კენჭისყრაში მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.