დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა. ჩვენ დღეს ევროკავშირისგან მივიღეთ ის კითხვარი, რომელსაც ალბათ, რამდენიმე წელი არ ველოდით. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაუჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის ყველა წევრ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მაგრამ კიდევ უფრო უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეს არ დადგებოდა ასე სწრაფად. ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა ის უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული.
დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას გადაეცა ეს კითხვარი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ ჩვენი შემდგომი თაობის წინაშე. ჩვენ ან შევძლებთ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ, ან ვერ შევძლებთ და ეს მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ამისთვის ყველა ძალები უნდა იყოს მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებითა და ძალისხმევით. ეს არის ეროვნული საქმე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.