დღეს ისტორიული მოვლენის თანამონაწილენი ვართ, ევროკავშირის წევრობის განაცხადზე პასუხად უკვე მივიღეთ ევროკავშირის კითხვარი - თამარ ტალიაშვილი

ტალიაშვილი

"დღეს ისტორიული მოვლენის თანამონაწილენი ვართ. ევროკავშირის წევრობის განაცხადზე პასუხად უკვე მივიღეთ ევროკავშირის კითხვარი. ეს, პირველ რიგში, თავისუფლებისათვის მებრძოლთა გმირობის შედეგია, ასევე არის საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დადებისა და ამ შეთანხმების შემდეგ თანამიმდევრული ნაბიჯების შედეგი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, საქართველო ითვლება ლიდერად ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ბუნებრივია, ევროკავშირის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანწილად გეოპოლიტიკურ კონტექსტს მოიცავს, თუმცა ჩემს მიერ ხაზგასმული რეფორმები უნდა აუცილებლად გვახსოვდეს, რადგან კითხვარი სწორედ მათ ეფუძნება.

აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან მიმძიმს გაბრაზებული ოპოზიციონერების ხილვა და მოსმენა, თუ როგორ ცდილობენ ამ მნიშვნელოვან ევროინტეგრაციის პროცესში ნეგატივი შემოიტანანონ და ნაცვლად პროცესის ხელშეწყობისა ქვეყნის დამაზიანებელი რიტორიკით ხვდებიან კითხვარს.მე ვისურვებდი ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის მალე ხორცშესხმას, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ხმამაღლა თქვას "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი", - წერს ტალიაშვილი.