პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"შეხვედრების დროს ორ რამეს ვუსვამდით ხაზს: ერთი, თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება დამსახურებაზე, მაშინ საქართველო იმსახურებს კანდიდატობას, თუკი გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება გეოპოლიტიკურ მოსაზრებებზე, მაშინ საქართველოა ასევე იმსახურებს კანდიდატობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ასე რომ, ჩვენ ვიცით თუ რა მიღწევები გვაქვს, მათ შორის, ობიექტური შეფასებებიდან, რომ საქართველო არის ლიდერი მათ შორის ზოგ კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ასე რომ ვფიქრობთ, რომ დამსახურების მიხედვით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობის მიღების შემთხვევაშიც უნდა იყოს დადებითი პოზიცია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას დღეს გამოაქვეყნებს.