პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარული ტექნიკური მხარე ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია, რომ უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ასეთი გაფრთხილება ინიციატორის მხრიდან თუ არაა, მერია ასეთ ზომას ვერ მიიღებს. არც მოძრაობა იყო შეზღუდული, არც ხალხი იყო მისული. რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო ეს ინიცატივა და პირიქით, იქნებოდა კონტრპროდუქტიული, ასეთ ინიციატივაში ვერ მივიღებდით მონაწილეობას. 300-კაციანი აქცია არის სრულად აცდენილი რეალობა, რაც არის საქართველოში, რადგან არა 300 კაცი, არამედ, 3.7 მილიონი ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. 3.5 მილიონამდე ქართველი უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე.
სამწუხაროდ, არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და თვითონ უბრუნდება მერე ეს ყველაფერი ცუდად...
[...] როდესაც ევროინტეგრაციას მხარს 85% უჭერს მხარს და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის, ეს არის პირდაპირ დანაშაული, ასე ვიტყოდი.
“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბარში.