ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინასწარი შეთანხმებით, იმ მიგრანტების დეპორტაცია მარტივდება, რომელთაც თავშესაფარზე უარი მიიღეს

პარ

ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც იმ მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს, რომელთაც თავშესაფარზე უარი მიიღეს.

საუბარია იმ პირებზე ვისი გაძევებაც სამშობლოში ვერ ხერხდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, ევროკავშირს შესაძლებლობა ექნება, აღნიშნული პირებისთვის განთავსების ცენტრები მესამე ქვეყნებში შექმნას.

ცენტრების მოწყობა, სავარაუდოდ, ყაზახეთში, უზბეკეთში, რუანდასა და უგანდაში განიხილება.