წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1770149016
მუშაობას მოვრჩებით აპრილის ბოლოს და ძალიან დიდი ალბათობით, ამ პერიოდში კონკრეტული მიმართულებებით ფასები იქნება დაწეული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ აპრილამდე კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები შემცირდება.
„ფაქტობრივად სინქრონში იქნება პარლამენტის და მთავრობის მუშაობა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ძირითად სასურსათო პროდუქციაზე, სადაც რეალურად სივრცეს ვხედავთ, ფასებმა დაიწიოს. მუშაობას მოვრჩებით აპრილის ბოლოს და ძალიან დიდი ალბათობით, ამ პერიოდში კონკრეტული მიმართულებებით ფასები იქნება დაწეული, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროცესის განმავლობაშიც დაიწყოს ფასების კლება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პარლამენტში დღეს სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასის შემცირების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე იმსჯელებენ.