Axios: ირანი-აშშ-ის მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად ომანში გაიმართება

აშშ - ირანი

 ირანისა და ამერიკის ბირთვული მოლაპარაკებები თურქეთის ნაცვლად ომანში გაიმართება. ინფორმაციას გამოცემა Axios-ის ჟურნალისტი, ბარაკ რავიდი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟურნალისტის განცხადებით, ომანში მოლაპარაკებების გადატანა ირანული მხარის ინიციატივა იყო, რასაც აშშ დათანხმდა.

ჯერჯერობით უცნობია, მოლაპარაკებების რომელ ეტაპზე შეუერთდებიან მხარეებს არაბული და მუსლიმანური ქვეყნების წარმომადგენლები. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარასკევს უნდა გაიმართოს.