„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე
1760898292
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობას ლევან ბეჟაშვილი შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ცნობად ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომართვას, ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან ბეჟაშვილისთვის დაკისრების შესახებ. გილოცავთ ბატონო ლევან და გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა ხატია დეკანოიძემ 31 იანვარს დატოვა.