პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე გამოეხმაურა.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიაში ზეიმს არ აპირებენ და არც არავინ აპირებს მის დატოვებას, რადგან მათი მთავარი ამოცანა ახლა საერთო სტრატეგიის შემუშავებაა.
„ჩვენი გუნდი ამას უყურებს როგორც პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ზეიმს და ა.შ. ვაპირებთ უკვე ხვალიდან დავიწყოთ ამ პარტიის გაერთიანება, მათ შორის ყველა საარჩევნო კანდიდატის. ერთობლივად უნდა დავსახოთ ის სტრატეგია, რომელიც პარტიას გამოიყვანს კრიზისიდან. არავინ აპირებს პარტიის დატოვებას. ჩვენ ვართ ერთიანი, ამ პროცესიდან უნდა გამოვიდეთ გაძლიერებულები და გაერთიანებულები, ამიტომ ჩვენი ამოცანა იქნება პარტიის გაერთიანება, საერთო სტრატეგიის შემუშავება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა.