1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ნიკა მელია პარტიის ყრილობაზე უნდა ყოფილიყო. ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო შენს საკუთარ პარტიასა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი პარტიის ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
„პარტიის პოლიტსაბჭოს ძველი შემადგენლობა, რომელიც ცალკეულ ოთახებში დაიწერა, პირადი ნაცნობობისა და მეგობრობის გამო, ასე კი არ დაკომპლექტდეს, არამედ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა აირჩიონ პარტიის რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და ისინი ავტომატურად გაწევრიანდნენ პოლიტსაბჭოში.
ნიკა მელია პარტიის ყრილობაზე უნდა ყოფილიყო. ბოიკოტი არ უნდა გამოუცხადო შენს საკუთარ პარტიასა. ყველას ექნება საშუალება, შემოვიდეს პოლიტიკურ საბჭოში არა უკანა კარით, არამედ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა და გახდნენ პოლიტსაბჭოს წევრები“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას გამოეხმაურა, რომელსაც თავად არ დაესწრო.
„ნაციონალურ ძრაობაში“ გამართული ყრილობის შედეგად ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე ოფიციალურად გახდა. მისი უფლებამოსილების ვადად ორი წელი განისაზღვრა. პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს ლევან ბეჟაშვილი. გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილია. პარტიულ შეკრებაზე გამოჩნდა გიგი უგულავაც.