1770743848
„სანტეს“ იურისტი: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას
ომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა გიორგი გეწაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე კომპანიის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა.
გიორგი გეწაძის განმარტებით, კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია. ის მომწოდებლების რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ თუ ფერმერული სექტორი განვითარდება და რძის მწარმოებელი მეტი კომპანია გაჩნდება, კონკურენცია გაიზრდება, რძე გაიაფდება და საბოლოო პროდუქტის ფასიც შემცირდება.
„ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. თუ რამენაირად მოხდება ის, რომ ეს სექტორი განვითარდება, ფერმერებს ვგულისხმობთ, რომლებიც რძეს აწარმოებენ.... ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, მაგალითად „ყვარლის ბაგა“ და ასევე სხვებთანაც ვთანამშრომლობთ, თუმცა რაც უფრო მეტი ასეთი ფერმა იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის იმიტომ, რომ რძის ფასი ამით გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას“, - განაცხადა კომპანიის იურისტმა.










