„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა - რამაზ პაპიძემ და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერი, საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
2008 წელს, რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე - კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე, საზღვაო კაპრალები - ზვიად ბარბაქაძე, გიორგი ღვინჯილია, ზვიად დათუაშვილი და თემურ ფიჩხაია დაიღუპა.