იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ემოციურად დაზიანებული ადამიანები გამოვლენ მდგომარეობიდან და მიხვდებიან, რომ მათ გარე ძალები იყენებენ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს, სადაც ის წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმი უწოდა, საბოლოოდ ფსევდორელიგიურ მოძრაობად გარდაიქმნა, გამოხმაურებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ გარე ძალები აქტივისტთა კონკრეტულ ჯგუფს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

"რაღაც სექტად არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვიხილეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი რიტუალი, რაღაცა სატანისტური რიტუალი, იქ მჩხიბავები ჰყავდათ მიყვანილი, რაღაცა საშინელება, სამარცხვინო და რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ემოციურად დაზიანებული ადამიანები გამოვლენ ამ მდგომარეობიდან და მიხვდებიან, რომ მათ იყენებენ უბრალოდ გარე ძალები იმისთვის, რომ რაღაცა ჰედლაინები ჰქონდეთ საერთაშორისო პრესაში, რომ თითქოს რაღაცა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. |როდესაც გაივლი ადამიანი რუსთაველზე დაინახავ, რომ 20-25 ადამიანი დგას და აი ესე აყენებინებენ საკუთარ თავს, სამწუხაროდ, უცხო ძალებს. ძალიან დიდი იმედს გამოვთქვა, რომ ამ ყველაფერს ისინი გაათვითცნობიერებენ." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.