„საერთო ბიზნესში წილი ვერ გაიყვეს...“ - რა დეტალები ხდება ცნობილი ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე
1733820770
„არა მარტო NDI-ის და IRI-ის სახელმძღვანელოებში, არამედ ბევრ სხვა სახელმძღვანელოში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ ეს აქტივობა არის სწორი. როდესაც მობილიზებას უკეთებ საზოგადოებას არჩევნებზე მოსასვლელად და იმედი გაქვს, რომ შენ მოგცემს ხმას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად შენ მოგცემს. იმიტომ, რომ კამერა არის დახურული, ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებ, ეს ერთი. და რა საკვირველია, ყველას ერთი და იგივე საუბრის ტონს და შინაარსს ვერ მოსთხოვ. არჩევნებზე გავლენა ამას არ ჰქონდა“, განაცხადა საარჩევნო კამპანიის ორგანიზებაზე NDI-ის და IRI-ის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, რადიკალებისთვის ცნობილია, რომ ამომრჩევლის მობილიზება არ წარმოადგენს დარღვევას თუმცა ამ თემით მანიპულაციებს მაინც აგრძელებენ.
„სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ დღეს არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდი, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ატყუებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის ორგანიზებასთან დაკავშირებით NDI-ის და IRI-ის სახელმძღვანელოებში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა იმოქმედონ პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მობილიზებისთვის. მათ შორის ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეადგინოს ამომრჩევლების ბაზა და არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, დაუკავშირდნენ მხარდამჭერებს და შეახსენონ, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამავე სახელმძღვანელოებში წერია, რომ უნდა გადაამოწმონ, მისცეს თუ არა ხმა და დაარწმუნონ, რომ მივიდნენ ხმის მისაცემად თუ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ.