„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, ლანა გალდავა სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას ეხმაურება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ორი დღის წინ დააანონსა. კონკრეტულად რა ფორმულირება ექნება ცვლილებას - ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
ლანა გალდავას თქმით, ეს ყველაფერი არის იმისკენ მიმართული, რომ "ქართულმა ოცნებამ" შიში დანერგოს.
"სამშობლოს დაცვას თუ რაიმე აკლდა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მეთორმეტე წელს გაახსენდა "ქართულ ოცნებას"? რაც შეეხებ უშუალოდ სხვა მუხლებს, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, მაინტერესებს, რამდენი ადამიანი ჰყავთ სისხლის სამართლის წესით დასჯილი, განსაკუთრებით მაინტერესებს, მტრული სახელმწიფოდან ჯაშუშობის მუხლით რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ყველაფერი ეს არის მიზანმიმართული შიშის დასათესად", - ამბობს ლანა გალდავა.