სალომე ზურაბიშვილი პოზიციონირებს, როგორც სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობაიძე 

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან გულდაწყვეტილები არიან იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სიტყვებს ვერ შევაფასებ, მაგრამ ზოგადად ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ძალიან გულდაწყვეტილები არიან იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ სალომე ზურაბიშვილი წარდგენილი იყო როგორც ზეპარტიული კანდიდატი. ასეც მოქმედებდა ის, რეალურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ის დღეს პოზიციონირებს, როგორც სალომე სამადაშვილი. ბუნებრივია, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები გულდაწყვეტილები არიან ამით“, - აცხადებს კობახიძე.