პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როდესაც ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. მას აქვს რაღაც დასამალი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ყველა ხედავს, რომ ხოშტარია კვლავაც მალავს იმ თანხებს, რომელიც მას წლების განმავლობაში, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს და რუსეთ-უკრაინის ახლანდელი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან ერიცხებოდა. როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ე.ი. აქვს რაღაც დასამალი. დამატებით საინტერესოა ის, რომ ყველა იმ პროვოკაციის ორგანიზატორი, სულის ჩამდგმელი, რომელიც ხელს აძლევდა რუსეთს, იყო ხოშტარია. ის ასევე იყო „მგიმოს“ საერთაშორისო უსაფრთხოების ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ის არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. რა თქმა უნდა იკვრება ლოგიკური ჯაჭვი და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სრული სიმართლე ამ ჩარიცხვების შესახებ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.