"საკმარისზე მეტი ისაუბრა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა და ვფიქრობ, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს" - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

 საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" ეხმაურებიან. გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში ბრალდებებს სპეკულაციურს უწოდებენ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ საკმარისზე მეტი ისაუბრა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა.

"გუშინ ვინც უყურა და უსმინა გიორგი გახარიას ე.წ. გამოკითხვას ამ კომისიაზე, ყველა კარგად დარწმუნდა, თუ რა ვითარება იყო 2019 წლის 20 ივნისს და რა ვითარება იყო 2021 წლის 18 თებერვალს. სხვა დასკვნებს საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავად გამოიტანენ. საკმარისზე მეტი ისაუბრა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადადგა და ვფიქრობ, საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.