„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ორმაგი სტანდარტი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის დონეზე, სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას ეხება.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის სოციალურ მედიაში და ითხოვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზაციას.
"ქართულ ოცნებაში" მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, როდესაც ევროპარლამენტი ევროკავშირში სიძულვილის ენას უპირისპირდება, საქართველოში კი სიძულვილის ენის გავრცელებასა და რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შერჩევითი უნდა ყოფილიყო. ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელია და მისაღებია, მაგალითად, გამჭვირვალობა, კანონის პატივისცემა, არჩევნების შედეგების ობიექტური შეფასება და პატივისცემა, იგივე სიძულვილის ენის მიუღებლობა, გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის მთლად ასე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ეს ევროპაში მუშაობს. იმიტომ, თუ არსებობს აქ რაიმე-ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისთვის დასჭირდათ სიძულვილის ენის დაფინანსება და კულტივირება, ამაზე ჩვენ მორჩილად უნდა დავეთანხმოთ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რასაც ევროკავშირისა და ევროპის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, სინამდვილეში, არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.