1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურს პირადად დარწმუნდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მოხდება და გამოხატვის უფლება დაცული იქნება.
„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის პირველი სამუშაო დღეა. დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.