საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონსტანტინე ქავთარაძესთან დაკავშირებით სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

განცხადების დაკმაყოფილებამდე სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან შედგა არაერთი კომუნიკაცია კონსტანტინე ქავთარაძესთან. არც აღნიშნული კომუნიკაციისას და არც სამინისტროში მუშაობის პერიოდში, კონსტანტინე ქავთარაძის მხრიდან არ დაფიქსირებულა რაიმე სახის პროტესტი, - განუცხადეს „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსტანტინე ქავთარაძის სამინისტროდან წასვლის თაობაზე გავრცელებულ სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას ჰქონდა არაერთი პრეტენზია და პრობლემები ხელმძღვანელობასთან.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ კონსტანტინე ქავთარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა 2025 წლის 27 მარტს. განცხადების დაკმაყოფილებამდე (2025 წლის 7 აპრილი) სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან შედგა არაერთი კომუნიკაცია კონსტანტინე ქავთარაძესთან. არც აღნიშნული კომუნიკაციისას და არც სამინისტროში მუშაობის პერიოდში, კონსტანტინე ქავთარაძის მხრიდან არ დაფიქსირებულა რაიმე სახის პროტესტი. შესაბამისად არ არსებობს მისი პირადი გადაწყვეტილების ამგვარად წარმოჩენის საფუძველი“, - განაცხადეს სამინისტროში კითხვის პასუხად.