საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს პოლიტიკური ფორუმის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის (HLPF) მინისტერიალში და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგებზე და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ გარემოზე.

„ლაშა დარსალიამ ისაუბრა გლობალური თანამშრომლობისა და ეფექტური მულტილატერალიზმის როლზე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით; მიმოიხილა 2030 წლის დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი. ასევე ხაზი გაუსვა 2026 წელს საქართველოში გამართული გაერო-ს საჯარო მმართველობის ფორუმის მნიშვნელობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.