1784063331
სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს იმ 4 პირს, რომლებსაც აშშ-ში თავშესაფრის მიღების მსურველებისთვის ყალბი საბუთების დამზადებაში ადანაშაულებენ
სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს იმ ოთხ პირს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების მსურველებისთვის ყალბი საბუთების დამზადებაში ადანაშაულებენ.
გამოძიებით, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად ჩატარდა, ირკვევა, რომ ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საქართველოში არარსებული დევნის ისტორიებს უწერდნენ, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ყალბი ისტორიების სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ართმევდნენ. ჯგუფმა წელიწად-ნახევარში, ჯამში, მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი მიიღო.









