კიბოს ახალმა საწინააღმდეგო ვაქცინამ 15 პაციენტს სიმსივნე სრულიად გაუქრო
1780594091
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლს. ასევე აღნიშნა სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური და ინოვაციური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას