მოძრაობა დროებით შეიზღუდება - ინფორმაცია მძღოლებისთვის
1737745344
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ნატო-ს სწავლების მთავარ დამაგეგმარებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებზე ხუთდღიანი სწავლება ბულგარეთის შსს-ს სახანძრო უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის და ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) ორგანიზებით, 2025 წლის სექტემბერში, ბულგარეთში გაიმართება.
„აღნიშნული სწავლების დამაგეგმარებელ კონფერენციაზე მონაწილეები სწავლების სპეციფიკას და მიზნებს დეტალურად გაეცნენ და საკუთარი ჩართულობით წვლილი შეიტანეს ღონისძიების დაგეგმვისა და ჩატარების პროცედურების დახვეწაში.
2025 წლის სექტემბერში გასამართი სწავლების მიზანს წარმოადგენს ნატო-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინირების გაძლიერება, კატასტროფებზე მზადყოფნის, პრევენციისა და რეაგირების გაუმჯობესება, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1737746100
ზოდიაქოს 4 ნიშანს იანვრის ბოლოს გაუმართლებს
1737616287