1692302192
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო

„კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიუღია და მისი ეს ბრძოლა შედეგზეა ორიენტირებული.
„მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას. არ მოვიცვლი აქედან ფეხს. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის, თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლება და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი "ქართული ოცნებისთვის".
მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.