საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საფრანგეთის საფონდო ინდექსები ეცემა, ევრო დოლართან მიმართებით გაუფასურდა

საფონდო ინდექსები ეცემა

საფრნაგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს გადადგომის შესახებ ცნობების პარალელურად, საფრანგეთის საფონდო ინდექსები დაეცა.

გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის მთავარი ინდექსი CAC 40-ი 1,8%-ით დაეცა. გაუფასურდა ფრანგული ობილიგაციებიც.

ასევე გაუფასრუდა ფრანგული ბანკების აქციებიც. BNP Paribas-ის აქციების ფაქის 5,2%-ით დაეცა, Société Générale-ს 6,6%-ით, Credit Agricole-ს კი 5,1%-ით გაუფასურდა.

ამასთან, დოლართან მიმართებით გაუფასურდა ევრო. ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულებამ 1,66 დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ დღეს დილით განაცხადა.