საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს

დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი საერთაშორისო ასპარეზზე ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს.

მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი პროგრესით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ფონდის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, წელს ისტორიულ მაქსიმუმს 32 600-ზე მეტ დოლარს აღწევს, 2031 წლისთვის კი მაჩვენებელი თითქმის 47 000-მდე უნდა გაიზარდოს. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2026 წელს ისევ ორნიშნა იქნება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს 2028 წლიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივა გაეხსნება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საერთაშორისო პროგნოზების თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპებითა და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მაჩვენებლებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ ადგილზეა.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როგორც რეალური, ისე ნომინალური ეკონომიკის (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) გათვალისწინებით, გაუმჯობესებულია. 2031 წლის ჩათვლით გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით, ათწლიანი და ოცწლიანი პროგრესით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ზრდის ამ ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, ხოლო ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. 2012 წლის შემდგომ განცდილი პროგრესის შედეგად, 2026 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ნომინალური ეკონომიკა ერთ სულზე ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს და ამ მაჩვენებლითაც ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო სამეულსა და ევრაზიაში პირველ პოზიციაზეა", - აცხადებს მიხეილ დუნდუა. 

✕