საერთაშორისო დამკვირვებელი: ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გერმანიაში არ გვაქვს ელექტრონული სისტემა, ჩვეულებრივი ბიულეტენები გვაქვს ამიტომ დათვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება

დამკვირვებელი

ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გერმანიაში არ გვაქვს ელექტრონული სისტემა, ჩვეულებრივი ბიულეტენები გვაქვს ამიტომ დათვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მსგავსი არაფერი გვინახავს. ამ სარჩევნო უბანზე 17 ადამიანი მუშაობს. ჩვენთან კი როგორ წესი მხოლოდ შვიდია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.