1759573255
საერთაშორისო დამკვირვებელი აშშ-დან: ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანს ვაკვირდებით. ამ ეტაპზე არანაირი დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

საერთაშორისო დამკვირვებელმა აშშ-დან ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა, რომელიც არჩევნებს აკვირდება, მედიასთან საარჩევნო გარემო შეაფასა.
„ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანს ვაკვირდებით. ამ ეტაპზე არანაირი დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საკმაოდ ბევრი ამომრჩეველი მოდის. ხალხის მხრიდან არის ჩართულობა და ინტერესი ამ არჩევნებისადმი. აშკარაა, რომ აცნობიერებენ საკუთარი წარმომადგენლის არჩევის მნიშვნელობას. ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა პროცესს ამარტივებს. შესაძლებელია შედეგების გაცილებით სწრაფად მიღება“, - აღნიშნა დამკვირვებელმა.